ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ციფრულ საერთაშორისო კონკურსში
15-02-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლის მოსწავლეები - როინ ლოლუა, ზურაბ აბაკელია, ნინო ჩაგანავა, ნუკი აბაკელია და ნინი ქაქუთია, ბავშვთა ნახატების პირველ ციფრულ საერთაშორისო კონკურსში - „მშვიდობა“, წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მათ შორის როინ ლოლუა კონკურსის გამარჯვებული გახდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებული ნამუშევარი -„მშვიდობა“ განთავსდება საერთაშორისო ინტერნეტპლატფორმაზე - „მომავლის მხატვრები“, ეს არის ნახატების მუდმივი ციფრული გამოფენა, რომლის დათვალიერება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან.
აღნიშნულ კონკურსში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ბერაია.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს წარმატებას, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ეს გამარჯვება არის მოტივაცია მომავალი მიღწევებისთვის!
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს