სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, ახალგაზრდა მოკრივე -  ლუკა ბეშლიოღლი საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის პრიზიორი გახდა
15-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ჩემპიონატზე, მე-12 კლასელი ლუკა ბეშლიოღლის წარმატება. 

ჩემპიონატი, უფროს და ახალგაზრდა მოკრივეთა შორის გაიმართა, რომელიც ბათუმის სპორტის სასახლეში, 30 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ნაკრებმა საქართველოს პირველობაზე 8 მედალი მოიპოვა. აქედან 1- ოქროს, 2 - ვერცხლის და 5 - ბრინჯაოს მედალი იყო.

ლუკა ბეშლიოღლი კი, საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს  ლუკას გამარჯვებას და სპორტულ კარიერაში წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203