მენჯის საჯარო სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ყვავილის მოდელი დაამზადეს
15-02-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ყვავილის აგებულება შეისწავლეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მეშვიდეკლასელებმა მასწავლებლის ლალი კარტოზიას ხელმძღვანელობით, ყვავილის მოდელი დაამზადეს. მათ ასევე კლასში პრეზენტაცია წარადგინეს, სადაც ყვავილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, განიხილეს თუ რა აუცილებელია ის ცოცხალი სამყაროსთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან მნიშნველოვანია.