სერგიეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის, კითხვის კვირეულის ფარგლებში, ქართული მულტფილმის ჩვენება მოეწყო
15-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის, აღსანიშნავია, 3 თებერვალს, კითხვის კვირეულის ფარგლებში, ჩატარებული აქტივობა. 

კვირეულის ფარგლებში, პირველკლასელებთან ქართული მულტფილმის - „ბომბორა სწავლას იწყებს“ ჩვენება გაიმართა.

პატარებს ძალიან მოეწონათ ნანახი და ბომბორას მაგალითზე კიდევ ერთხელ დაასკვნეს, რომ კითხვის სწავლა აუცილებელია.

პატარებისთვის აქტივობა მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და მასწავლებელს დაჰპირდნენ, რომ უფრო მეტს მოინდომებენ და წიგნის მეგობრები გახდებიან.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203