ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ღვაწლი საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს
15-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო, ინფორმაციულ და მრავალფეროვან ღონისძიებებს ატარებენ.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც სკოლაში ტრადიციულად ტარდება.

გამონაკლისი არც ამ წელს ყოფილა -  დავითობის დღესასწაული სკოლაში, საზოგადოებრივ  მეცნიერებათა  კათედრის  წევრ, ისტორიის  მასწავლებლის -  მ.კაპანაძის  ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ღონისძიებით - „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები“ აღინიშნა. ღონისძიებაში VII-IX-XI-  XII მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს დავით -  IV -ის ღვაწლისა  და თავდადების შესახებ, რომლითაც მეფემ ასე შეაყვარა თავი ქართველობას და მადლიერების ნიშნად მას ერმა -აღმაშენებელი - უწოდა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203