თელავის N5 საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა „გააცოცხლეს“
15-02-2023
თელავის N5 საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება, რომელებიც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებასა და თვალსაწიერის გაფართოებას ემსახურება.
8 თებერვალს, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.
მათ შორის აღსანიშნავია, დიდი მეფისადმი მიძღვნილი მეათეკლასელთა ღონისძიება, რომელსაც ისტორიის პედაგოგი ლია ალადაშვილი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა წარმოდგენა დადგეს და დავით აღმაშენებლის ეპოქა გააცოცხლეს, მათ ასევე ქართველი ერის წინაშე დავით IV-ის ღვაწლზე ისაუბრეს, მისი მმართველობა და რეფორმები შეაფასეს. ბოლოს კი მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
„კაცი, რომელშიც ენთო ყველაზე დიდი ქართული სინათლე, კაცი, რომელმაც ისეთივე შექმნა საქართველო, ვითარცა ღმერთმა სამყარო“,- დიდი მეფის მოღვაწეობის ამ შეფასებას მოსწავლეები ერთსულოვნად იზიარებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს