ძველი ანაგის საჯარო სკოლის მე-8 კლასში კინოჩვენება მოეწყო
15-02-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია მე-8 კლასში ჩატარებული კინოჩვენება.
მოსწვლეებმა, კლასის ხელმძღვანელის მხარდაჭერით, გ.ლეონიძის - „მარიტას“ შესწავლის შემდეგ, გადაწყვიტეს ერთობლივად ენახათ თენგიზ აბულაძის ფილმი - „ნატვრის ხე“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, გააზრება-გაანალიზების შემდეგ შეადარეს მოთხრობის ტექსტი და მისი კინოვერსია. ყურადღება გაამახვილეს ავტორის ჩანაფიქრის დეტალურ ხორცშესხმაზე.
მსგავს აქტივობებში, მოსწავლეები კიდევ უფრო მეტი ინტერესით ერთვებიან. ყურების პროცესი და შემდგომ საერთო მსჯელობა, მათ ანალიზის უნარებს უნვითარებთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს