ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს
15-02-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

რასაკვირველია, სკოლას არც საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნა გამორჩენია. პირველი კლასის მოსწავლეებმა ამ დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს.

კლასის ხელმძღვანელი ეთერი  ხატიაშვილი გახლავთ.

მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია თემებზე - რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და რას ნიშნავს საჯაროდ კითხვა?; რა ვიცით იაკობ გოგებაშვილის შესახებ?

მოსწავლეებმა მოისმინეს და გაანალიზეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - „სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს“, და ხალისით წაიკითხეს საანბანო წიგნი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველ კლასს შეხვდა ბიბლიოთეკარი, დახუნძლული რჩევებითა და საინტერესო წიგნებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203