წყალტუბოს N1 სკოლის წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა
15-02-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის მიზნით, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებთან სკოლის წარმატებულმა კუსდამთავრებულმა - მარიამ აფხაძემ გაცნობითი სახის შეხვედრა მოაწყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრაზე მოსწავლეები ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას, ISET-ს გაეცნენ და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ფაკულტეტის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათ ეხმარება პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203