„გლობალური მოქალაქე“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი წარადგინეს
15-02-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და ინფორმაციული პროექტი ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია - „გლობალური მოქალაქე“.
პროექტი, სასკოლო საზოგადოებას, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარუდგინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს გლობალურ პრობლემებზე, მდგრად განვითარებაზე, გაეროს 17 მიზანზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „გლობალურ მოქალაქეზე“, და მის დამაარსებელ ჰიუ ევენსზე.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ გამართულ დისკუსიაში. მათ იმსჯელეს, როგორ გავხდეთ გლობალური მოქალაქე, როგორ ვიფიქროთ გლობალურად და ვიმოქმედოთ ლოკალურად.
პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო ღვედაშვილი გახლდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს