
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები იმართება, რომელშიც ბავშვები ატიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-7 კლასებში ხელოვნების მასწავლებლის - მაია აბულაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „ნამუშევრები დიდი მხატვრის სტილში“ ჩატარდა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მხატვრების - ამადეო მოდილიანისა და ანრი მატისის ბიოგრაფია გააცნეს, ასევე მათი შემოქმედების შესახებ საინტერესო ინფორმაციები გაცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა ღონისძიებაზე საკუთარი ნახატები წარმოადგინეს და შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს.
დღის დასასრულს კი მეშვიდეკლასელებს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: