
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
დირექციამ მოსწავლეთა თვითმმართველობის სურვილის გათვალისწინებით, სკოლაში მიიწვია ამავე სკოლის კურსდამთავრებული - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი - თამრიკო ბერიძე (სპეციალობით სისხლის სამართალი).
სტუდენტი საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრა სკოლის, კლასგარეშე აქტივობაში, კონკურსებში, პრეზენტაციებში ჩართულობის მნიშვნელობაზე, აღნიშნა თუ როგორ ეხმარება სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლისას და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებისას.
სტუმარმა აბიტურიენტებს და მომავალ აბიტურიენტებს გააცნო საკუთარი გამოცდილება, პროფესიის არჩევის დროს თუ რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
სკოლის დირექცია თამრიკო ბერიძეს მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები: