„ნაწილი და მთელი“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
14-02-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ დიდი ინტერესით ასრულებენ.

მათ შორის, აღსანიშნავია II კლასში (დამრიგებელი - მაია მნათობიშვილი) განხორციელებული საინტერესო კომპლექსური დავალება „ნაწილი და მთელი “, რომელიც მოსწავლეებს კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა შესთავაზა. 

მოსწავლეებმა დავალება დიდი ხალისით შეასრულეს და წარმოადგინეს, როგორც კომპიუტერული, ასევე თაბახის ფურცელზე და ფურცლით შესრულებული ორიგამის ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203