წალკის N2 საჯარო სკოლაში, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა კითხვის კულტურის დანერგვას, ამ მიზნით IVა კლასის მოსწავლეებს, საჯარო კითხვის დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკაში კითხვის საათი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა, უფროსკლასელებთან ერთად წაიკითხეს ავთანდილ ნიკოლეიშვილის- „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან“, მოსწავლეებმა იმსჯელეს დავით აღმაშენებელზე, როგორც მეფე - „მწიგნობარზე“, და მის სხვა პიროვნულ თვისებებზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საჯარო კითხვის მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამღლება.
მოსწავლეებმა შეძლეს ნაცნობი და უცნობი ტექსტის გაბმულად, სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა წაკითხვა. ამით მათ წაკითხულის გაგება-გააზრებისა და მსჯელობის უნარი გაუუმჯობესდათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს