
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა სახის ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობენ.
ამის ერთ-ერთი მაგალითია, მოსწავლე - ზუკა ალიბეგაშვილი, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებულ ბიზნესოლიმპიადიაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულ მოსწავლეს სერტიფიკატი გადაეცა.
„სკოლა ამაყობს მისი მიღწევით და ულოცავს წარმატებას!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეთა განვითარებისთვისა და უნარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წინააღმდეგობების გადალახვას ეჩვევიან, მიღწეული წარმატება კი მათ მოტივაციას უმაღლებს.
იხილეთ ფოტო: