„გამოვაცხოთ ღვეზელი“ - არხილოსკალოს საჯარო სკოლის მეორეკლასელთა სახალისო და საინტერესო პროექტი
14-02-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი პროექტები ხორციელდება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის,  აღსანიშნავია შთამბეჭდავი პროექტი - „გამოვაცხოთ ღვეზელი“, რომელიც არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ელზა ქავთარაძემ მეორე კლასში (კლასის დამრიგებელი მაია მნათობიშვილი) განახორციელა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის იდეა ქართულის გაკვეთილზე, ზღაპრის „ეკლისქურქიანი გოჭის“ წაკითხვის შემდეგ დაიბადა.

პროექტი მეტად სახალისოდ და საინტერესოდ წარიმართა.

ბავშვებმა ისწავლეს ვაშლის ღვეზელის რეცეპტი და მომზადების წესი. ღვეზელი ხალისით გამოაცხვეს და პრეზენტაცია პედაგოგები მიიწვიეს. მხიარული განწყობით უყვებოდნენ მომზადების წესს, შემდეგ საკუთარი ხელით გაშლილ მაგიდასთან დაპატიჟეს და ღვეზელის მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზეს.

მეტად ბედნიერები იყვნენ, როდესაც დიდ დასვენებაზე მათი ნახელავის დასაგემოვნებლად  მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებიც მიიწვიეს 

„ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ვისურვებდი ასეთი „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა კლასებს შორის მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბებას“, - მოგვითხრობს ელზა ქავთარაძე.

სკოლის დირექცია კი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებას და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203