„ცოდნა სინათლეა“ - ოლადაურის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა
14-02-2023

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებაში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში თემაზე „ცოდნა სინათლეა“ ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსის ორგანიზატორი მასწავლებელი - ნათელა ფუტკარაძე გახლდათ, სადაც გუნდმა - „დიადოხოსები“ გაიმარჯვა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეთა შორის პაექრობა შინაარსიანი და საინტერესო იყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონკურსის მიზანი მოსწავლეებში წიგნთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება იყო. ასევე ის, რომ მათ კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობის უნარი გამოიმუშავონ და საკუთარი შესაძლებლობების - სუსტი და ძლიერი მხარეები გაიაზრონ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები მოსწავლეებს მეტად კონკურენტუნარიანს ხდის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203