ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითების კათედრაზე  „კრიტიკული მეგობრების” ინსტიტუტი მოქმედებს - პედაგოგ თამუნა ლოხიშვილის გაკვეთილს კოლეგები დაესწრნენ
14-02-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ. პედაგოგები ასევე ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად უზიარებენ.

სწორედ ამიტომ, დაწყებით კათედრაზე თანამშრომლობის (კრიტიკული მეგობარი) ფარგლებში, IV კლასის მასწავლებელმა - თამუნა ლოხიშვილმა ქართულ ენაში ღია გაკვეთილი ჩაატარა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილს კათედრის თავჯდომარე - ნინო ბერიძე, კათედრის წევრები: ნატო კელეპტრიშვილი , ელენე ბრაჭული და სკოლის დირექტორი - ლია ხაჩირაშვილი ესწრებოდნენ.

„გაკვეთილის ბოლოს კათედრის წევრებმა მოისმინეს მასწავლებლის რეფლექსია, გაანალიზეს გაკვეთილი, მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს საინტერესოდ დაგეგმილი გაკვეთილისთვის და მისცეს შესაბამისი რჩევები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მასწავლებლებისთვის გუნდური მუშაობა წარმატების საწინდარია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღია გაკვეთილები როგორც მოსწავლეთა ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვისა და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203