ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ თამაშში
14-02-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრებებში ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა სოფელ არლის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ - შემეცნებით თამაშში - „რა? სად? როდის?“ მესამე ადგილი დაიკავა.

ინტელექტუალურ თამაშში ადიგენის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. გუნდები 5-5 მონაწილით იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც თითოეულ ეტაპზე პასუხი 15 შეკითხვას გასცეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინტელექტუალური თამაში სამ ეტაპად გაიმართა, სადაც 1-ელი ადგილი დაბა ადიგენის საჯარო სკოლამ დაიკავა, მე-2 ადგილზე კი არლის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს საჩუქრად სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა, ხოლო ინტელექტუალური თამაშის მონაწილე თექვსმეტივე გუნდი ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ინგა ბოჭორიშვილმა სიგელებით დააჯილდოვა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203