ვარდისუბნის საჯარო სკოლაში მეშვიდეკლასელი გიორგი მამაიშვილის ლექსების პრეზენტაცია გაიმართა
14-02-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლის - გიორგი მამაიშვილის ლექსების პრეზენტაცია გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა შეამჩნია და სასკოლო საზოგადოებასაც სიხარულით სიხარულით ამცნო, სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა ღონისძიების ჩატარება. 

პრეზენტაციაზე მეშვიდეკლასელმა ლექსები წაიკითხა და სიმღერები შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლის სიხარული თანაკლასელებმაც გაიზიარეს.

„გიორგი ვერ მალავდა სიხარულს. მის ცხოვრებაში კიდევ ერთი, ლამაზი დღე გათენდა, რომელიც არ დაავიწყდება, არც გიორგის და არც მის თანაკლასელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი - მანანა ბახტურიძე ესწრებოდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს იყო „აღმოჩენა“. მისი თქმით, როცა სიყვარულია შეუძლებელი არაფერია.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და გახალისდნენ. ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ერთ-ერთ ლამაზ, დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203