
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები საინტერესო პროექტებსა და ატივობებში მონდომებითა და დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით, პროექტის - „ვკითხულობთ ერთად“ დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში ჯეკ ლონდონისა და არტურ კონან-დოილის ნაწარმოებების შესახებ პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წარადგინეს. ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს და ცოდნა გაიმდიდრეს.
„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, ისწავლეს სასაუბრო ფრაზები და, რაც მთავარია, ნაწარმოებები წაიკითხეს ინგლისურად“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეებში ინგლისური ენაის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ისინი ამის მეშვეობით, მეტად მოტივირებულები ხდებიან.
იხილეთ ფოტოები: