დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
14-02-2023

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, საინტერესო ღონისძიებები ტარდება.

სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. ბავშვებმა სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს.

„სასკოლო საზოგადოებას სხვადასხვა აქტივობით მოვუწოდეთ გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 1-ელ თებერვალს, საქართველოში უკვე მერვედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება! 

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები კი მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე ლიტერატურისადმი ინტერესს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203