
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებისა და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივების მიზნით, საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა ანთიძემ სკოლაში მე- 7 ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად, ღონისძიება - „გალაკტიონი - პოეზიის მეფე“ გამართა.
სკოლაში, მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარადგინეს. მეშვიდეკლასელებმა პოეტის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, ერთმანეთს დიდი ინტერესით მოუსმინეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისა და მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: