შუაფარცხმის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
14-02-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში მასწავლებლები საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებსა და ღონისძიებებს ატარებენ, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ VII –VIII-IX კლასების მოსწავლეები.

ბავშვები გუნდებად დაიყვნენ - ერთმანეთს გუნდი „1121“ და „ძლევაი საკვირველი“ ეჯიბრებოდნენ. გუნდის წევრებმა შეკითხვებს თავი წარმატებით გაართვეს. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინაში მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ, რამაც ისინი ძალიან გაახარა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინტელექტუალური შეჯიბრებები, აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203