პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცა
14-02-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - გვანცა ბერიანიძეს, იანა მეზვრიშვილს, ნათია მურადაშვილსა და მარიამ ჩალაურს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ. 

წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203