„მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომობილები“  -  ხონის N2 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა ინტერაქტიული და სახალისო პროექტი 
14-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს აქტიურად სთავაზობენ. ისინი ბავშვებს ასევე საინტერესო პროექტებში რთავენ და მოტივაციას უმაღლებენ.

ამჯერად, მე-2 კლასში, მათემატიკის გაკვეთილზე ინფორმაციული, ინტერაქტიული და სახალისო პროექტი - „მარჯვენასაჭიანი და მარცხენასაჭიანი ავტომობილები“ (საგნის მასწავლებელი - ნანა ლეჟავა) განხორციელდა.

გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული - ბავშვებმა საკლასო ოთახში სათამაშო მანქანების გამოყენებით, ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა -  რა განსხვავებაა მარჯვენა და მარცხენასაჭიან მანქანებს შორის, ასევე განიხილეს გადაადგილების დროს რას უნდა მიაქციოს ყურადღება როგორც მძღოლმა, ასევე ქვეითმა. 

გაკვეთილი ძალიან ინფორმაციული, საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მოსწავლეები არა მხოლოდ გახალისდნენ, არამედ საჭირო ცოდნა მიიღეს, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203