„და იდექ სვეტად საქართველოსა“ - თელავის N5 სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს კონფერენცია მიეძღვნა
14-02-2023

თელავის N5 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. რა თქმა უნდა, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.

ამ დღესთან დაკავშირებით, თელავის N5 საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის - მზია მაისურაძის ხელმძღვანელობით,  გაიმართა კონფერენცია სახელწოდები - „და იდექ სვეტად საქართველოსა“.

მე-11 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაციები:

  • დავით IV აღმაშენებელი- მეფე რეფორმატორი;
  • დავით აღმაშენებლის სამხედო ღონისძიებები;
  • დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკა;
  • დავით აღმაშენებლის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამშენებლო მოღვაწეობა;
  • დავით აღმაშენებელი ხალხურ გადმოცემებში, ზეპირსიტყვიერებასა და ლიტერატურაში;
  • დავით აღმაშენებლის პიროვნება.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები ინტერესით უსმენდნენ უფროსკლასელების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა შეაჯამეს დიდი მეფის მოღვაწეობა და იმსჯელეს მის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს საქართველოს ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და გაძლიერების საქმეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203