„სიგრძის საზომი ერთეულები და აზომვითი აქტივობები“ - ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა სახალისო საველე გაკვეთილი
14-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.

ამჯერად,  მე-4 კლასში მათემატიკაში მრავალფეროვანი და სახალისო საველე გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა გახლდათ - „სიგრძის საზომი ერთეულები და აზომვითი აქტივობები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული გაკვეთილი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული.

მოსწავლეებმა პარკში, რომელიც სკოლის გვერდით მდებარეობს პრაქტიკული დავალებები მონდომებით შეასრულეს. მათ ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს და აღნიშნულ დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს - გეომეტრიული ფიგურები დახაზეს, მათემატიკური ფორმულებითა და სიგრძის საზომი ერთეულების გამოყენებით, აზომვითი სამუშაოები განახორციელეს.

„რა კარგია, როცა განახლებული და კეთმოწყობილი პარკი სკოლის გვერდით მდებარეობს“, - აღნიშნავს მასწავლებელი ნანა ლეჟავა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან პრაქტიკული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203