ხევაშენის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - ანა და ლანა გორგოძეები მედლებით დაჯილდოვდნენ
14-02-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ. 

ანა და ლანა გორგოძეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.

კურსდამთავრებულებს ვერცხლის მედლები დაბა ადიგენის რესურსცენტრში საზეიმოდ გადაეცათ. 

ხევაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ობოლაძე და სკოლის პედკოლექტივი კურსდამთავრებულებს ჯილდოს მიღებას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203