აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
14-02-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის - ლეილა გოგელიას ინიციატივით, მოსწავლეებმა, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პირველი ნაწილი ვიქტორინას - „რა ვიცით დავით აღმაშენებელზე“ მოიცავდა. კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების მეორე ნაწილში მოსწავლეებმა კლასში საინტერესო პრეზენტაციები სლაიდების გამოყენებით წარადგინეს. მათ ასევე აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ბუკლეტები და კედლის გაზეთი შექმნეს.

აღნიშნული ღონისძიება მრავალფეროვანი იყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, ბოლოს კი სიმღერებით: „ჰერიო ბიჭებისა“ და „მრავალჟამიერით“ დაასრულეს დღე.

„ყველამ ერთხმად გამოთქვა სურვილი წარსულში ჩვენი ქვეყნის სიძლიერე და ერთიანობა დღევანდელ რეალობაში ეხილოთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203