ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა როლები მოირგეს
14-02-2023
ბათუმის ელიტური სკოლა „გორდაში“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო საგანმანათლებლო პროცესს სთავაზობენ და მათ ცოდნის, უნარებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, მრავალფეროვან პროექტებში, საგანმანათლებლო ღონისძიებებს თუ აქტივობებში რთავენ. 

ერთ-ერთი ასეთი შთამბეჭდავი აქტივობაა - „ჩემი მომავალი პროფესია“, რომელიც მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს გაცნობიერებინათ თითოეული პროფესიის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რათა ადრეული ასაკიდანვე ჩამოუყალიბდეთ როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი პროფესიის პატივისცემა.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და სხვადასხვა პროფესის ადამიანთა როლები მოირგეს. ბავშვებმა სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ „გორდას“ ძალისხმევით ქვეყანა არაერთ პროფესიონალ კადრს შეიძენს. 

„ჩემო ძვირფასებო, თქვენმა პრეზენტაციებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს იმ ჭეშმარიტებაში, რომ თქვენი სწავლის უსაზღვრო სურვილისა და ჩვენი სკოლის -„გორდას“ დიდი ძალისხმევით, მომავალში გვეყოლება:

პროფესიონალი ექიმი-პედიატრი, მასწავლებელი, პოლიციელი, მეცნიერი, მსახიობი, მოცეკვავე, მწერალი, მხატვარი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ფეხბურთელი, ექიმი-გინეკოლოგი, მოსამართლე...“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წარმატებული „გორდელების“ მომავლის დევიზი კი შემდეგია - „ვისწავლოთ მომავლისთვის“, „გამოვადგეთ ჩვენს სამშობლოს“, „ჩემი მომავალი პროფესია, ჩემი მომავალი ცხოვრებაა!“, „იბრძოლე შენი მომავლისთვის“, „არ დანებდე შენი მომავლისთვის!“

იხილეთ ვიდეო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203