
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათ ცოდნის გაღრმავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით ცდილობენ.
ამჯერად, ნადაბურის საჯარო სკოლის მერვე კლასში ქართულ ლიტერატურაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა გახლდათ - „იუმორი ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში“.
საინტერესო პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეებს მასწავლებელმა, თეონა წიქარიშვილმა შესთავაზა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს წინასწარ ჰქონდათ შესწავლილი - „მზიანი გულის“ მწერალის ნაწარმოებები, წარმოადგინეს ინსცენირებები, ისაუბრეს მწერლის ცხოვრების შესახებ.
„გაკვეთილი საინტერესო აქტივობებით იყო მდიდარი. მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს იგი და აღნიშნეს, რომ პროექტზე მუშაობა უფრო საინტერესო და სახალისოა, ვიდრე ჩვეულებრივი გაკვეთილები. მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს პროექტისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: