„მსოფლიოს დემოგრაფიული პოლიტიკა - ქალთა უფლებების მცველი“ - ზესტაფონის N5 სკოლაში კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა
14-02-2023

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, III თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, სასწავლო პროცესში ყველა საკლასო აქტივობა თუ საშინაო დავალება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - რომ მოსწავლემ შეასრულოს კომპლექსური დავალება, რადგან მხოლოდ კომპლექსური დავალებების საშუალებით შეიძლება გამოვლინდეს, რამდენად დაეუფლა მოსწავლე თემის ფარგლებში ასათვისებელ ცოდნა-უნართა ერთობლიობას და რამდენად ახერხებს მათ ფუნქციურად გამოყენებას.

ზესტაფონის მე-5 საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგმა ხათუნა ებანოიძემ და X კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი რადა სადილოვა), წარადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე - „მსოფლიოს დემოგრაფიული პოლიტიკა- ქალთა უფლებების მცველი“.

„სწავლების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო ხდება მაშინ, თუ ის მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს ეფუძნება, რომელსაც კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ამიტომაც  თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, არა მარტო მოსწავლეებში, არამედ სასკოლო თემის წარმომადგენელბშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც კომპლექსური დავალების შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ზესტაფონის მერიის წარმომადგენელი, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი სოფო კოპალიანი და ახალგაზრდული პარლამენტის წევრები. მოსწავლეთა პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სოფო კოპალიანმა მოსწავლეები მიიწვია მერიაში, ფართო საზოგადოების წინაშე აღნიშნული თემის წარდგენის  მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203