ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მოსწავლე იმედა სურმანიძე სასკოლო საზოგადოების წინაშე საინტერესო პრეზენტაციით წარდგა
14-02-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მოწოდებულნი არიან მოსწავლეთა ცოდნა მრავალფეროვანი აქტივობებით, ღონისძიებებითა თუ პროექტებით განამტკიცონ.
მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ერთ-ერთი ასეთი აქტიური მოსწავლეა იმედა სურმანიძე, რომელმაც გეგოგრაფიაში, განვლილ მასალაზე დაყრდნობით საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა და თანასკოლელებს წარუდგინა.
მოსწავლის პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის ინფორმაციული და შემეცნებითი აღმოჩნდა და მათი აღფრთოვანება გამოიწვია.