ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს
13-02-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIა კლასელებმა, კლასის ხელმძღვანელ ელიზა კვინიკაძის მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გამართეს.
მოსწავლეებმა გაყიდეს ჩაი და ყავა, აღებული თანხით კი -„სასურასათო ამანათი“ შეიძინეს და თემში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანს ესტუმრნენ.
ვიზიტი 3 თებერვალს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად მოხდა.
„ცხოვრება მკაცრია, მაგრამ ცხოვრებასთან მისასვლელი გზები უფრო რთულია... ადამიანს, როცა შეგიძლია სხვას სიხარული და ბედნიერება მიანიჭო, ასეთი საქმეები ხშირად უნდა აკეთო. სტუმრად მისულ ბავშვებ ციალა ბებომ შიგნიდან გამოძახა შესულიყვნენ, მოხუცმა გაიხარა, ბავშვები კი სევდანარევი სიხარულით დაშორდნენ. ციალა ბებოს დაპირდნენ, რომ აუცილებლად მშობლებთან ერთად ხშირად მივიდოდნენ მასთან“, - გვიყვებიან სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს