ვალის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელები ჭადრაკს დიდი მონდომებით სწავლობენ
13-02-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა აზროვნებისა და ინტელექტუალური უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.

სწორედ ამიტომ, სკოლაში ჭადრაკის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პირველ კლასში ჭადრაკს დიდი სიხარულით ეუფლებიან. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლას შესაბამისად მომზადებული პედაგოგი ჰყავს, რომელიც საგანს ბავშვებს საინტერესოდ და სახალისოდ აცნობს. 

მოსწავლეებმა პედაგოგის მეშვეობით, გაიცნეს ჭადრაკის ისტორია, ჭადრაკის ფიგურები, მათი განლაგება და მოძრაობა დაფაზე.

„ჭადრაკის თამაშის გარდა, მოსწავლეები იძენენ იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მომავალაში სხვადასხვა საქმიანობაში გამოადგებათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ჭადრაკი არის ინლეტექტუალური თამაში, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს აუმჯობესებს. ის ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკისა და ყურადღების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203