„ვამაყობთ თქვენით!“ - ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
13-02-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოში, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვეს.  

ჩემპიონატი 12 თებერვალს გაიმართა. 2006-2007-2008 წელს დაბადებულთა შორის გამარჯვებულნი შემდეგი მონაწილეები გახდნენ: ანა აბაშიძე (40 კგ) ოქრო, სალომე კირკიტაძე (40 კგ) ბრინჯაო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი ამავე სკოლის სპორტის მასწავლებელს - ნანი კირკიტაძეს მიუძღვის.

„სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები ამავე სკოლის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ვულოცავთ! ვამაყობთ თქვენით!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203