ბუთურაულის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
13-02-2023
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა შემეცნებითი, ინფორმაციული და საინტერესო ღონისძიებების მოწყობას.
ერთ-ერთი ტრადიციული აქტივობაა დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღის აღინიშნა.
ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის, ლილი ხიმშიაშვილის ხელმძღვანელობითა და IX კლასის მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით IV - ის ღვაწლსა და იმ თავდადების შესახებ, რომლის დამსახურებითაც ქართველმა ერმა მას „აღმაშენებელი“ უწოდა.
სკოლის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებსა და ხელმძღვანელ მასწავლებელს, მადლობა გადაუხადა საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს