ჟახუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლის - სოლომონ ონიანის  წარმატება სასწავლო ოლიმპიადაზე
13-02-2023

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - სოლომონ ონიანმა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა. მეთერთმეტეკლასელი ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მე-3 ტურში გადავიდა.

მოსწავლემ ოლიმპიადაზე შესაძლებლობები დიდი მონდომებით გამოავლინა და წარმატებასაც მიაღწია.

სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და მესამე ტურში წარმატებას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოლიმპიადები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203