ოლადაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლს ღონისძიება მიუძღვნეს
13-02-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, საინტერესო აქტივობები ტარდება.

სკოლაში აღნიშვნის გარეშე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესაც არ ჩაუვლია. მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ჟუჟუნა მაკარაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პრტეზენტაციები გამართეს, მისი მმართველობა და ქართველი ერის წინაშე განუზომელი ღვაწლი შეაფასეს. 

ისინი დიდი მეფის შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს. ბავშვებმა ასევე თემატიკის ფარგლებში საგამიდო თამაშებიც ითამაშეს და უნარები გაიუმჯობესეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203