არხილოსკალოს საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ
13-02-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია.

მათ შორის აღსანიშნავია, 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები მარიამ ბედოიძე და ნიკუშა ქავთარაძე, რომლებიც ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

მათი წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეთორმეტე კლასის დამრიგებელ - ლია აფციაურსა და პირველი კლასის ხელმძღვანელ - მანანა ბურკაძეს.

„გილოცავთ ბავშვებო... გისურვებთ წარმატებას და წინსვლას ცხოვრების ახალ გზაზე“, - აღნიშნავს სკოლის ადმინისტრაცია.

აღსანიშნავია, რომ წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203