დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები „ბიძია სევას ამბებს“ გაეცნენ
13-02-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მასწავლებლები საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ.
მე-5 კლასის მოსწავლეები ამჯერად, დავით ჯავახიშვილის - „ბიძია სევას ამბებს“ გაეცნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გოგონებმა ბიძია სევას სახალისო ამბებზე საინტერესო ისტორიები ერთამენთს თავადაც გაუზიარეს და დრო საინტერესოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს წიგნების კითხვის კულტურას ასწავლის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების განვითარებისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს