რაქვთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ვიქტორინა მიეძღვნა
13-02-2023

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ. 

ამჯერად, რაქვთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გაიმართა.

კონკურსი საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასებში ჩატარდა. 

მოსწავლეებისთვის ვიქტორინა მეტად საინტერესო და წარმტაცი აღმოჩნდა. მოზარდები კონკურსში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეთა ისტორიის პედაგოგები არიან: ბეგლარ შაინიძე, ლუიზა ბერიძე, გერონტი შაინიძე . 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203