ზესტაფონის N7 სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
13-02-2023

რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბის - „მოხალისესა“ და სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლას ზესტაფონში მოღვაწე მეცნიერი ქალბატონები, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები - ნაზი ცქიტიშვილი და დარეჯან ფანცულაია ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთი ექსპერიმენტის შესახებ, მოსწავლეებს წარუდგინეს მცენარეთა სელექციის დარგში მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა. ინფორმაცია მევენახეობის დარგში მათი გამართლებული და აღიარებული ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203