ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის 2021 წლის 4 წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
13-02-2023
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცა. 

2021 წელს სკოლა მედალზე დაამთავრეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  1. მარიამ ბრეგაძემ,
  2. გიორგი კლდიაშვილმა,
  3. ნინი ღვინეფაძემა
  4. ერეკლე ხოხიაშვილმა. 
წარჩინებული კურსდამთავრებულები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, 2021 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლის მიღებას. ვულოცავთ, მათ მშობლებს საამაყო შვილების მნიშვნელოვან წარმატებას. ვულოცავთ, სკოლის ყველა პედაგოგს მათი ყოფილი მოსწავლეების წარმატების სასიამოვნო სიხარულის თანაზიარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203