„ვმუშაობთ კომპიუტერულ პროგრამებში“ - ხონის N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო, ინტეგრირებული გაკვეთილი
13-02-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეთა უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით, ისინი ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

სწორედ ამის მაგალითია, ინტეგრირებული გაკვეთილი -  „ვმუშაობთ კომპიუტერულ პროგრამებში“, რომელიც ხელოვნების მასწავლებელმა, ია კინწურაშვილმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგ თამარ ჩხენკელითან ერთად მე-8 კლასში ჩაატარა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მერვეკლასელებმა დავალების პირობის მიხედვით, საყვარელი მხატვრის ნამუშევრები ინტერნეტში მოიძიეს, რომლის ასლიც კომპიუტერში შეინახეს. მათ შემდგომ სურათი პროგრამაში - Paint გახსნეს. მოსწავლეებმა ამოჭრეს სურათიდან ფიგურები, გადაიტანეს Word-ის ფაილში და შეინახეს, შემდეგ ფაილი გახსნეს და ამ ფიგურებისაგან სხვადასხვა სახის კომპოზიციები: ფრიზული, სიმეტრიულად გაწონასწორებული და ფრაგმენტული შექმნეს.

მოსწავლეებმა ტექნიკური უნარები და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გაკვეთილი მათთვის საინტერესო, ნაყოფიერი და სახალისო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ხელს უწყობს. ისინი კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობას ეჩვევიან და მოტივაცია უმაღლდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203