რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ეპოქა „გააცოცხლეს“
13-02-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა, რომელსაც ისტორიის პედაგოგი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიება 8 თებერვალს მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ფილმის ჩვენებით დაიწყო. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების თვალწინ გააცოცხლეს დავითის ეპოქა, მთელი თავისი დიდებულებით.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთიც მოამზადეს.