„კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასოდეს იქნება მარტო“ - შავსაყდრის​ საჯარო სკოლის მოსწავლეთა დევიზი და საინტერესო ღონისძიება 
13-02-2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის​ საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეები, მასწავლებელ ნანა თეგაძის ინიციატივით, დევიზით - „კარგი წიგნით ხელში ადამიანი არასოდეს იქნება მარტო“,  შეიკრიბნენ, რათა ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. 

მოსწავლეებმა და პედაგოგმა, ღონისძიების თემასთან დაკავშირებით, დახმარება სთხოვეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს - მანანა ხუციშვილს და ხელოვნების პედაგოგს - თეა საათაშვილს, რომელთაც გზამკვლევის როლი გაითავისეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემად აირჩიეს - „ჩვენი აფხაზეთი“ და სურვილი გამოთქვეს წაეკითხათ მათთვის კარგად ნაცნობი მწერლის აფხაზეთიდან დევნილი, სკოლისთვის ძვირფასი ქალბატონის - ნატო კორსანტიას წიგნები.

„ბავშვები რეალურად არ იცნობენ აფხაზი ხალხის ცხოვრებას, ამიტომ გადაწყვიტეს წაეკითხათ ეს  ლიტერატურა. წაიკითხეს ქალბატონი ნატოს ავტორობით გამოცემული წიგნები  -„წართმეული ხმები“, „გალაქტიონი, ზღვა და აფხაზეთი“ და „ჩემი სახლი“. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და კედლის გაზეთიც გამოუშვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203