„ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ - რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
13-02-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში წიგნიერების პოპულარიზაციას.

მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, 2 თებერვალს სკოლა საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

საქართველოში უკვე მე-7 წელია კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, „იკითხე ხმამაღლა და შეცვალე მსოფლიო“- ამ სლოგანით, რცხმელურის საჯარო სკოლაც შეუერთდა აღნიშნვნას.

სკოლაში მოეწყო ღონისძიება - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, რომელშიც მე-5-მე-12 კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გაიზარდოს წიგნების მიმართ ინტერესი და შეუყვარდეთ მათ ლიტერატურა, რადგან სწორედ ნაკითხი და განათლებული თაობის აღზრდა უნდა იყოს ყველა სკოლის პრიორიტეტული საზრუნავი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203