მარტყოფის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ინტელექტუალურ თამაშში „საუკეთესო კითხვის ავტორის“ წოდება მოიპოვა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. ისინი სხვადასხვა ინტელექტულურ შეჯიბრში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებას აღწევენ.
სკოლის ასეთი ერთ-ერთი კურსდამთავრებული გახლავთ მარიამ საღარაძე, რომელმაც თავი ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ ზამთრის სერიის ფინალში გამოიჩინა და საუკეთესო მაყურებლის (კითხვის ავტორის) სტატუსი მოიპოვა.
კურსდამთავრებულის შეკითხვა „გეორგიევსკის ტრაქტატს“ ეხებოდა, რომელმაც გამარჯვება მოუტანა - მას ბროლის ბუ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლას წარმატებული და წარჩინებული კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებიც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებენ.
იხილეთ ფოტო: